B+C1 Mil კატეგორია: გაჩერება დგომასულ 54 ბილეთი, გვერდი 3
#817
იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გზაზე მოძრაობისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს, უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა სავალდებულო არ არის:
1მძღოლისათვის
2უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრისათვის
3მძღოლისაგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრისათვის
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.
ბმული ბილეთზე:
#886
„გაჩერება“ ნიშნავს:
1სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში
2სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო
3სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.
ბმული ბილეთზე:
#894
„დგომა“ ნიშნავს:
1სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
2სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, დგომა - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
ბმული ბილეთზე:
#957
ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს?
1ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში
2ნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე
3ნებადართულია ნებისმიერ გზაზე, რომლის შუაში არ არის ტრამვაის ლიანდაგი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე.
ბმული ბილეთზე:
#959
სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:
1გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
2გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.
ბმული ბილეთზე:
#1029
სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა გამოიყენოს:
1მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის
2სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით უპირატესობის მოსაპოვებლად
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის.
ბმული ბილეთზე:
#1031
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
1იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია.
ბმული ბილეთზე:
#1036
იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
1მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
3როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
ბმული ბილეთზე:
#1043
სურათზე მითითებულ რომელ ადგილას გაჩერების შემთხვევაში დაარღვეს ბავშვთა ჯგუფის გადამყვანი ავტობუსის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არ ჩართავს საავარიო შუქსიგნალიზაციას?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.
ბმული ბილეთზე:
#1044
არღვეს თუ არა ბავშვთა ჯგუფის გადამყვანი ავტობუსის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში, თუ ავტობუსზე ჩართული არ არის საავარიო შუქსიგნალიზაცია?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ზ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება, მათი მოქმედების ზონის ბოლოში 8.2.3 დაფიანი განმეორებითი 3.27–3.30 ნიშნების დადგმით ან 8.2.2 დაფის გამოყენებით, ან 7.4 „დგომის ადგილი“ ნიშნის 8.2.1 დაფით დადგმით.
ბმული ბილეთზე:
#1253
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მგზავრის ჩამოსმის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის და ამავე თავის შენიშვნის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.