რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტრამვაიმ
2 ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ და მსუბუქმა ავტომობილმა
3 ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ და მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე: ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაო¬ბისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას; გ) თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.