მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია, სველი სავალი ნაწილის საფარის შემთხვევაში:
1 მიუთითებს რეკომენდებულ მოძრაობის სიჩქარეს გზის მოცემულ მონაკვეთზე
2 კრძალავს მოძრაობას 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
3 მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ 50 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ). ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.16 პუნქტის თანახმად, დაფა 8.16 „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.