iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

#133

საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს:

1 მხოლოდ ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა

2 მხოლოდ შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა

3 როგორც ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა, ასევე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკურად გამართული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) მოძრაობა, აგრეთვე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა.