iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

სამედიცინო დახმარება ბილეთი #1590 კატეგორიები: [D], [D1]

#1590

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ კვადროციკლის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ

3 როგორც კვადროციკლის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთებზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.