რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ გზაჯვარედინის მარჯვენა მხრიდან შემომავალი გზის საფარი გრუნტოვანია?
1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
2 მხოლოდ მოტოციკლის და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
3 როგორც მოტოციკლის, ასევე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის მე-5 მუხლის 37-ე პუნქტის თანახმად ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის მკვრივსაფარიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფარიან გზასთან.