iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

შუქნიშნის სიგნალები ბილეთი #191 კატეგორიები: [C], [C1], [B+C1 Mil]

#191

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართლებით მოძრაობა?

1 ორივე ავტომობილის მძღოლს

2 არც ერთი ავტომობილის მძღოლს

3 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს

4 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. ამავე კანონის პირველი დანართის 4.9.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.9.1 „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება” - მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართულ მოძრაობის მიმართულებას პირდაპირ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნულნი უნდა იქნეს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი”.