iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

#214

შეიძლება თუ არა ქვეითი გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში?

1 შეიძლება, ამასთან გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას იგი უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს

2 არ შეიძლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. თუ არსებობს ველობილიკი და მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, ქვეითს უფლება აქვთ გადაადგილდეს მასზე, თუმცა არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და მოპედების მოძრაობა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეითი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.