რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში, გზის მითითებულ მონაკვეთზე?
1 50 კმ/სთ სიჩქარით
2 60 კმ/სთ სიჩქარით
3 80 კმ/სთ სიჩქარით
4 90 კმ/სთ სიჩქარით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა: ბ.ა) თუ ისინი არ ახორციელებენ მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალებზე - არაუმეტეს 110 კმ/სთ, ხოლო სხვა გზებზე - არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის 7.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.