ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?
1 მხოლოდ გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია
2 მხოლოდ იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია
3 მხოლოდ ავტომაგისტრალზე
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.