დასახლებულ პუნქტში, მონიშნული გაჩერებიდან გამოსვლისთვის მოძრაობის განახლების შესახებ მოხვევის მაჩვენებლით მიცემული სიგნალის შემდეგ სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვალდებულნი არიან:
1 ისარგებლონ უპირატესობით და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოძრაობა მიუხედავად გზაზე არსებული სიტუაციისა
2 მიიღონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყონ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდებიან, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.