iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

პრიორიტეტის ნიშნები ბილეთი #665 კატეგორიები: [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#665

მოცემული საგზაო ნიშანი:

1 აღნიშნავს გზის მონაკვეთის დასაწყისს, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს საპირისპიროდ

2 მიუთითებს გზას, რომელზედაც ტრანსპორტით მოძრაობა ერთი მიმართულებით ხორციელდება

3 უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.5 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა”- უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.