iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

გზაჯვარედინის გავლა ბილეთი #77 კატეგორია: [D]

#77

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტროლეიბუსმა

2 ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ტროლეიბუსმა

3 ჯერ უნდა გაიაროს ტროლეიბუსმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.