iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

მოძრაობის უსაფრთხოება ბილეთი #823 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil], [AM]

#823

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?

1 დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში

2 დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად

3 დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.