iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი ბილეთი #847 კატეგორიები: [B, B1], [C1], [D1], [Tram], [B+C1 Mil]

#847

დასაშვებია თუ არა სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავალი ნაწილის კიდესთან გადაადგილება, მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკის არსებობის შემთხვევაში?

1 დაუშვებელია

2 დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში

3 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეითთა ბილიკზე ქვეითთა ინტენსიური მოძრაობაა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მას უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან.