Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
მიმთითებელი ნიშნები სულ 30 ბილეთი, გვერდი 2

#1168

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მობრუნების ადგილს?

1 მხოლოდ II

2 მხოლოდ I

3 მხოლოდ IV

4 მხოლოდ III

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.3.1 „მობრუნების ადგილი” - მიუთითებს მობრუნების ადგილზე. ნიშნები 7.3.1 და 7.3.2 იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.

#1170

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ისინია დადგმული?

1 მხოლოდ I და II

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ II და IV

4 ყველასი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.18.1 და 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი.

#1232

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე?

1 მხოლოდ I და IV

2 მხოლოდ IV

3 მხოლოდ II და III

4 მხოლოდ III

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტის შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1 “მოძრაობა პირდაპირ“ ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ამავე კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნის 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

#1417

თუ პნევმოთვლის მოდელის აღნიშვნაა 21,0 – 25,0, რას აღნიშნავს პირველი რიცხვი?

1 გარე დიამეტრს

2 პროფილის სიგანეს

3 სტატიურ რადიუსს

4 ფენობრივ ნორმას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ პნევმოთვლის მოდელის აღნიშვნაა 21,0 – 25,0 პირველი ციფრი აღნიშნავს პროფილის სიგანეს.

#1418

რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან სკრეპერები?

1 ერთჩამჩიან და მრავალჩამჩიან მიწასათხრელ მანქანებს

2 მიწასათხრელ-სატრანსპორტო მანქანებს

3 გრუნტის გასამკვრივებელ მანქანებს

4 გრუნტის ჰიდრავლიკურ დასამუშავებელ მანქანებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სკრეპერები მიეკუთვნებიან მიწასათხრელ-სატრანსპორტო მანქანების ჯგუფს.

#1419

გრუნტის ჭრის სახეობა არის:

1 თავისუფალი

2 ნახევრად ბლოკირებული

3 ბლოკირებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

გრუნტის ჭრის სახეობა არის - თავისუფალი.

#1420

რამდენი საცვლელი სამუშაო ორგანო აქვს უნივერსალურ ერთჩამჩიან ექსკავატორს?

1 3-ზე ნაკლები

2 3 ან 3-ზე მეტი

3 2-დან 5-მდე

4 1-დან 3-მდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უნივერსალურ ერთჩამჩიან ექსკავატორს აქვს 3 ან 3-ზე მეტი საცვლელი სამუშაო ორგანო.

#1421

ბაგირული დაკიდების ერთჩამჩიანი ექსკავატორის ძირითადი ნაწილები არის:

1 სავალი მოწყობილობა

2 საყრდენ-საბრუნი

3 ამძრავი

4 ტრანსმისია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბაგირული დაკიდების ერთჩამჩიანი ექსკავატორის ძირითადი ნაწილია საყრდენ-საბრუნი.

#1422

ერთჩამჩიანი უნივერსალური ექსკავატორის სამუშაო ორგანოები არის:

1 ჩამჩა შემობრუნებული ნიჩბით

2 ჩამჩა პირდაპირი ნიჩბით

3 დრაგლაინი

4 გრეიფერი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ერთჩამჩიანი უნივერსალური ექსკავატორის სამუშაო ორგანოა - დრაგლაინი.

#1423

უწყვეტი ქმედების ექსკავატორების მჭრელ ელემენტს წარმოადგენს:

1 ჩამჩები

2 საფხეკი

3 საჭრისებრი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უწყვეტი ქმედების ექსკავატორების მჭრელ ელემენტს წარმოადგენს - საფხეკი.