iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

მოძრაობის უსაფრთხოება ბილეთი #1286 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil], [AM]

#1286

დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:

1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა

2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა

3 ისე, როგორც რეალურადაა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.