Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

#429

თუ გზის არასაკმარისი სიგანე, პროფილი ან სავალი ნაწილის მდგომარეობა, შემხვედრი მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ იძლევა ნელმავალი ან დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების ადვილად და უსაფრთხოდ გასწრების საშუალებას, ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა:

1 მოცემული გზის მონაკვეთის სწრაფად გავლის მიზნით უნდა გაზარდოს სიჩქარე

2 უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში პირველივე შესაძლებლობისას დაუთმოს გზა მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ გზის არასაკმარისი სიგანე, პროფილი ან სავალი ნაწილის მდგომარეობა, საპირისპირო მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ იძლევა ნელმავალი ან დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების ადვილად და უსაფრთხოდ გასწრების საშუალებას, ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში პირველივე შესაძლებლობისას დაუთმოს გზა მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.