Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

მაფრთხილებელი ნიშნები ბილეთი #612 კატეგორიები: [A, A1], [C1], [D1], [B+C1 Mil]

#612

რა მანძილზე იდგემება მოცემული საგზაო ნიშნები დასახლებულ პუნქტში, სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე?

1 50-100 მეტრის მანძილზე

2 100-150 მეტრის მანძილზე

3 150-300 მეტრის მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე.