“მსუბუქი ავტომობილი” არის:
1 3500 კგ-მდე სრული მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, მაგრამ არ აღემატება 12-ს
2 3000 კგ-მდე დაუტვირთავი მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს
3 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, „მსუბუქი ავტომობილი“ - 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.