iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

B, B1 კატეგორია სულ 921 ბილეთი, გვერდი 34

#1023

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:

1 ჭრილობაზე მოესხას იოდის ხსნარი

2 ჭრილობა გარშემო დამუშავდეს იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი)

3 კუნთოვანი ქსოვილი გათავისუფლდეს უცხო სხეულებისაგან და დაედოს ბაქტერიციდული საფენი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში ჭრილობა უნდა დამუშავდეს გარშემო იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი).

#1024

რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

1 ორივე ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

3 მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა¬პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

#1025

რა თანამიმდევრობით უნდა გაირონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიულ ავტომობილს ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?

1 ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა

2 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა

3 ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

#1026

რა თანამიმდევრობით უნდა გაირონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

1 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა

2 ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა

3 ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალებით ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, აგრეთვე მათ მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ჩართული აქვთ ახლო ნათების ფარები, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან გაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

#1027

როგორი სახის სახვევი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას?

1 თავთავისებური

2 რვიანისებური

3 შურდულისებური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას გამოიყენება რვიანისებური სახვევი.

#1028

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერეტიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალებით ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, აგრეთვე მათ მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ჩართული აქვთ ახლო ნათების ფარები, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან გაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ.

#1030

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:

1 მიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას

2 თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია

3 უკუსვლით მოძრაობისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

#1033

თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ ავტობუსების მძღოლებს უპირატესობა ენიჭებათ:

1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების მძღოლების მიმართ

2 მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ

3 ყველა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ, მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს − მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, ხოლო ავტობუსის მძღოლს − სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ.

#1039

დასახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:

1 5 მეტრის მანძილზე

2 10 მეტრის მანძილზე

3 15 მეტრის მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. 3. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები. 4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.

#1040

დაუსახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:

1 15 მეტრის მანძილზე

2 20 მეტრის მანძილზე

3 30 მეტრის მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2, პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. 3. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები.

#1041

იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო გაჩერების ნიშანისა და მოციმციმე წითელი ფარნის არ არსებობის შემთხვევაში:

1 მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება აუცილებელი არ არის

2 მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავისი ეფექტური საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.

#1045

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი სურათზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

1 ვალდებულია ჩართოს მხოლოდ საავარიო შუქური სიგნალიზაცია

2 ვალდებულია მხოლოდ გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი ავტომობილის უკან, 15 მეტრის მანძილზე

3 არ არის ვალდებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია. ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, გზის სავალ ნაწილზე: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.

#1046

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

1 მჯდომარე მდგომარეობაში

2 გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში

3 ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში

4 მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ტრანსპორტირება ლავიწის ძვლის მოტეხილობის დროს უნდა მოხდეს მჯდომარე მდგომარეობაში.

#1047

მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივი გაყვანა გზიდან შეუძლებელია?

1 არღვევს

2 არ არღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები.

#1048

ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:

1 გზაჯვარედინზე

2 ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ

3 რკინიგზის გადასასვლელზე

4 გვირაბში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.

#1049

ავტომაგისტრალზე ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

1 მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია - ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მასი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები

2 დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ტექნიკური სერვისის სამსახურს, ხოლო მისი წარმომადგენლის მოსვლამდე, გაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ახლო განათების ფარები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.

#1051

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო გონების დაკარგვის შემთხვევაში, იგი უნდა:

1 დავსვათ

2 დავაწვინოთ გვერდზე

3 დავაწვინოთ ზურგზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო, გონების დაკარგვის შემთხვევაში დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდზე.

#1054

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა:

1 გაეწმინდოს სპირტით

2 დაუმუშავდეს იოდის ხსნარით

3 გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით.

#1055

ახდენს თუ არა გავლენას მოძრაობის უსაფრთხოებაზე მძღოლის ემოციური მდგომარეობა?

1 დიახ, ახდენს

2 არ ახდენს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მძღოლის ემოციური მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

#1061

როგორ მოქმედებს მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებასა და რეაქციაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისას?

1 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო იზრდება

2 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო მცირდება

3 არ იცვლება ყურადღება და არც რეაქციის დრო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებას აქვეითებს, რეაქციის დრო ზრდის.