მოცემულ სიტუაციაში, მძღოლს:
1 უფლება აქვს, სიფრთხილის ზომების დაცვით, თვითონ გახსნას შლაგბაუმი და გააგრძელოს მოძრაობა
2 უფლება აქვს, შემოუაროს შლაგბაუმს და გააგრძელოს მოძრაობა
3 აქვს ვალდებულება გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი სწორი არ არის
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.