iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

რკინიგზის გადასასვლელი ბილეთი #413 კატეგორიები: [A, A1], [C], [C1], [D], [D1], [B+C1 Mil]

#413

დაწყებულია ნახევარშლაგბაუმის დაკეტვა. ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:

1 დაასრულებს მოძრაობას, რადგან ასწრებს რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლას

2 გაჩერდება შუქნიშანთან

3 დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს არ უახლოვდება მატარებელი და გაივლის რკინიგზის გადასასველს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.