iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

საგზაო მონიშვნა ბილეთი #948 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil], [AM]

#948

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:

1 თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით

2 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ

3 კონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.