iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

რკინიგზის გადასასვლელი ბილეთი #430 კატეგორიები: [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#430

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილით უკუსვლით მოძრაობა და შემდგომ მობრუნების მანევრის შესრულება?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-16 პუნქტის თანახმად: 15. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება რკინიგზის გადასასვლელზე; 16. მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.