ქვემოდ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებიდან, რომელია “მექანიკური სატრანსპორტო საშუალება”?
1 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი
2 მოპედი და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალებები
3 ტრამვაი
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილთაგან არცერთი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 35-ე პუნქტის თანახმად, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალება“ - ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა და მასთან გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა.