აირჩიეთ კატეგორია:
აირჩიეთ თემა:
ყველა
1. მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
2. უწესივრობა და მართვის პირობები
3. მაფრთხილებელი ნიშნები
4. პრიორიტეტის ნიშნები
5. ამკრძალავი ნიშნები
6. მიმთითებელი ნიშნები
7. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
8. სერვისის ნიშნები
9. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
10. შუქნიშნის სიგნალები
11. მარეგულირებლის სიგნალები
12. სპეციალური სიგნალის გამოყენება
13. საავარიო შუქური სიგნალიზაცია
14. სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
15. მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
16. გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
17. მოძრაობის სიჩქარე
18. სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
19. გაჩერება დგომა
20. გზაჯვარედინის გავლა
21. რკინიგზის გადასასვლელი
22. მოძრაობა ავტომაგისტრალზე
23. საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
24. ბუქსირება
25. სასწავლო სვლა
26. გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
27. ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
28. საგზაო მონიშვნა
29. სამედიცინო დახმარება
30. მოძრაობის უსაფრთხოება
31. ადმინისტრაციული კანონი
32. ეკო-მართვა[ახალი]
B+C1 Mil კატეგორია სულ 1452 ბილეთი, გვერდი 71
#1741
მოყინულ გზაზე გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შესამცირებლად ტვირთი მიზანშეწონილია განთავსდეს:
1
არაწამყვან ღერძთან ახლოს
2
წამყვან ღერძთან ახლოს
3
თანაბრად გადანაწილდეს წამყვან და არაწამყვან ღერძებზე
#1742
რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?
1
უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
2
მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
3
სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
#1743
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:
1
ძრავის ჰაერის ფილტრი
2
მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
3
საქარე მინის მინასაწმენდები
#1744
რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?
1
ზრდის საწვავის მოხმარებას
2
ამცირებს საბურავების ცვეთას
3
ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
#1745
როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?
1
როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
2
როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
3
როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
#1746
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:
1
ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
2
აბინძურებს გარემოს
3
ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
#1747
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
1
საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
2
არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
3
შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
#1748
რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?
1
საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
2
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
3
მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
#1749
როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?
1
უნივერსალური საბურავების გამოყენებით
2
ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
3
სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
#1750
სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?
1
დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
2
საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
3
გადამამუშავებელ ცენტრებში
#1751
როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?
1
გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
2
ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
3
ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
#1752
როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?
1
მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
2
მოძრაობა ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
#1753
თქვენ გიწევთ მოცდა რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან. როგორ იზრუნებთ საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე?
1
ძრავის გათიშვით
2
ძრავის უქმი სვლის რეჟიმზე გადაყვანით
#1754
ჩამოთვლილთაგან რომელი უწყობს ხელს გარემოს დაცვას?
1
დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავების გამოყენება
2
გზიდან გადაცემული ბიძგების შემცირების მიზნით საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად შემცირება
3
სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ამუშავება
#1755
სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს რას შეუძლია დამატებითი ხმაურის გამოწვევა?
1
ძარის აეროდინამიურობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობების დაყენებას
2
საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი აირების მაყუჩში მოხვედრას
3
ძრავის დაბალი ბრუნთა რიცხვით მოძრაობას
#1756
როგორ უნდა შეცვალოთ გადაცემათა კოლოფის გადაცემები, გარემოს დაცვისა და საწვავის დაზოგვის მიზნით?
1
გადაცემათა კოლოფი უნდა გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე გადავრთოთ, რაც შეიძლება გვიან
2
გადაცემათა კოლოფის გადაცემა შევცვალოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიღწეული იქნება ძრავის მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარე
#1757
რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს უზრუნველვყოთ გამონაბოლქვის შემცირება და საწვავის დაზოგვა?
1
საწვავის ავზი უნდა იყოს სრულად შევსებული
2
ძრავი უნდა იყოს გამართული
3
ძრავი უნდა იყოს სუფთა, რისთვისაც იგი ხშირად უნდა გავრეცხოთ
#1758
რა შემთხვევაში ხორციელდება საწვავის უმიზნო ხარჯვა და გარემოს დაბინძურება?
1
შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის მოლოდინში, აქსელერატორის სატერფულზე პერიოდული დაწოლისას
2
დაღმართზე მოძრაობის დროს მაღალი გადაცემის გამოყენებისას
#1759
რა მიუთითებს ბენზინის გაზრდილ ხარჯზე?
1
შავი ფერის გამონაბოლქვი
2
მაყუჩიდან კონდენსირებული წყლის ორთქლის გამოყოფა
#1760
მართვის როგორი სტილი განაპირობებს საწვავის გაზრდილ მოხმარებას?
1
მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
2
გადაცემათა კოლოფის სხვადასხვა გადაცემაზე მოძრაობისას ძრავის მაღალ ბრუნთა რიცხვის მიღწევა