Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი ბილეთი #573 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [Tram], [B+C1 Mil]

#573

აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:

1 ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ

2 სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით

3 სატვირთო მოტოციკლის ძარით

4 მობუქსირე ავტობუსით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწი¬ნებული დასასხდომი ადგილების გარეთ.