Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი ბილეთი #946 კატეგორიები: [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [Tram], [B+C1 Mil]

#946

სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ ტვირთი მისი უკანა გაბარიტის წერტილიდან გამოშვერილია:

1 1 მეტრზე

2 1,70 მეტრზე

3 2 მეტრზე

4 2 მეტრზე მეტად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: გ) სიგრძე - ავტომატარებელის შემთხვევაში - 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში -12 მეტრს, ან, თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გამოშვერილი.